800-ლარიანი ბილეთი – ბათუმის ახალ სტადიონზე საბურთალოსთან მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა 

egt treasure quest

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაზე – “დინამო ბათუმი” – “საბურთალო” ბილეთების გაყიდვა 13 მაისს დაიწყო და მომენტალურად გაიყიდა.

ამ დროისთვის არსებული რეგულაციების მიხედვით, საქართველოში სპორტულ ღონისძიებებზე ტრიბუნების საერთო რაოდენობის 30% დაიშვება, რაც 20 000-კაციანი ტევადობის ბათუმის ახალი, ცენტრალური არენის ფარგლებში 6-დან 7 ათასამდე მაყურებელს უდრის.

საინტერესოა, რომ ბილეთების ფასი აღნიშნულ შეხვედრაზე 5, 10, 15 და 25 ლარი გახლდათ, რაც ეროვნულ ლიგაში არც ისე ხშირი შემთხვევაა, სტადიონების დიდ ნაწილზე კი მატჩზე დასასწრები ბილეთები საერთოდ არ იყიდება. საყურადრებოა ის ფაქტიც, რომ გაყიდვაში იყო 6 პერსონაზე გათვლილი VIP ლოჟის ბილეთებიც, რომლის ღირებულებაც 800 ლარი გახლდათ და რომელშიც გაზიანი, ალკოჰოლური სასმელები და ხილი შედის.

800-ლარიანი ბილეთი - ბათუმის ახალ სტადიონზე საბურთალოსთან მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა  1

ქომაგების თანდასწრებით პირველი შეხვედრა აჭარის ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გაიმართა, როცა ბათუმელებმა “დინამო თბილისს” ჯაბა ჯიღაურის გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობეს.

(3401)

800-ლარიანი ბილეთი – ბათუმის ახალ სტადიონზე საბურთალოსთან მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა 

სტატიის ავტორი
-