კოვტალიუკის მორიგი დუბლი – დილამ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და გალიდერდა 

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მესამე სათამაშო დღე გორში შედგა, სადაც “დილამ” თბილისის “მერანი” მიიღო და

გუნდები შეხვედრას სარკისებური სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს 2 მოგებითა და 2 ფრით 8 ქულა ჰქონდათ და მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” ჩამორჩებოდნენ, ისიც ბურთების სხვაობით აი “მერანი” კი 3 ქულით ბოლოსწინა პოზიციას იკავებდა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გამარჯვება ჯერაც არ მოეპოვებინა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. ბურთის ფლობაში გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია, აი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი მე-19 წუთზე, მასპინძლებს შეექმნათ, როცა 7-8 მეტრის დისტანციაზე მეკარის პირისპირ აღმოჩენილმა მიკოლა კოვტალიუკმა რევაზ თევდორაძეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გორელთა მარცხენა მცველ გურამ გიორბელიძეს, რომელიც კლუბს რამდენიმე დღეში დადტოვებს და კარიერას ავსტრიულ “ვოლფსბერგერში” გააგრძელებს. მისი შეტევაში აქტიური ჩართვები და სისწრაფეები გუნდს საგოლე ეპიზოდის შექმნაში ეხმარებოდა.

58-დან 64-ე წუთამდე მონაკვეთში მასპინძლებმა უპირატესობის შედეგში ასახვაც შეძლეს. “დილამ” თავური დარტყმით 2 გოლის გატანა მოახერხა. თავი ჯერ მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა, რომელმაც კუთხურიდან თეიმურაზ მარკოზაშვილის ჩაწოდებულ ბურთზე ითამაშა, შემდეგ კი რევაზ ჩიტეიშვილს პასზე ეფექტურად ნიკა გაგნიძემ ითამაშა.

მალე სადებიუტო გოლის გატანა ირაკლი ლექვთაძემაც შეძლო. 76-ე წუთზე, “დილას” ახალწვეულმა მეტოქის საჯარიმოში შემქნილი არეულობით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა.

საბოლოო წერტილი მატჩში ისევ უკრაინელმა ლეგიონერმა დასვა, რომელმაც “მერანის” საჯარიმოში ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი 11-მეტრიანი თავად შეასრულა და მიმდინარე სეზონში დაგროვილი 5 გოლით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

საბოლოოდ – 4:0. ამ გამარჯვებით “დილას” 11 ქულა მოუგროვდა და ცხრილში ლიდერის პოზიციას შეწვდა, იმ შემთხვევაში კი, თუ “დინამო თბილისი” ქართულ დერბიში “ტორპედოს” დამარცხებას ვერ შეძლებს, პირველ ადგილს შემდეგ ტურამდე, ერთპიროვნულად შეინარჩუნებს. რაც შეეხება ელიგის დებიუტანტ გუნდს, თბილისელები ბოლოსწინა ადგილზე დარჩებიან.

შემდეგ ტურში “დილა” უშუალო კონკურენტ “დინამო თბილისს” ესტუმრება, ხოლო “მერანი” “სამტრედიას” უმასპინძლებს.

დილა“: გუგეშაშვილი – იენდეუნტი, მაისაშვილი (კ), ეტოუ – სანტოსი (ჩიტეიშვილი, 46), ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა, 58), გაგნიძე, გიორბელიძეკოვტალიუკი, ლექვთაძე (სპანდერაშვილი, 76). (3-5-2).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

მერანი“: თევდორაძე – კახელიშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, გაფრინდაშვილი – დათუნაიშვილისარდალიშვილი, კაკაშვილი, შარიქაძე (მიქაბერიძე, 67), დეისაძე (შენგელიძე, 34) – ჩიქოვანი (ხაბულიანი, 58) (4-1-4-1).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლი: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (58), 2:0 ნიკა გაგნიძე (64), 3:0 ირაკლი ლექვთაძე (74).

გაფრთხილება: თეიმურაზ მარკოზაშვილი (17), ლაშა შარიქაძე (44), ვანო შენგელიძე (64), ამოს ნონდი (70).

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე.

(72)

კოვტალიუკის მორიგი დუბლი – დილამ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და გალიდერდა 

სტატიის ავტორი
-