ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა.

მცირე მოუგებელი სერია დაასრულა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც “სამტრედიას” სტუმრად, 4 უპასუხო გოლი გაუტანა. 

სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო.

ელიგის დებიუტანტი “თელავი” შთამბეჭდავ თამაშს ისევ აგრძელებს: რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქულა ამჯერად “ლოკომოტივს”, თბილისში აართვა – 1:1.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება გორში გაიმართა – “თენგიზ ბუჯანაძეზე”, “დილამ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და მძიმე მატჩში ფრე – 1:1 ეთამაშა.

ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი 1

ლაშა კუპრაშვილი/eliga.ge

მეშვიდე ტურის შედეგები: 

“ჩიხურა” – “მერანი” 3:0

“ტორპედო” – “საბურთალო” 0:4

“სამტრედია” – “დინამო თბილისი” 0:4

“ლოკომოტივი” -“თელავი” 1:1

“დილა” -ბათუმის “დინამო” 1:1

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ: 

ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი 2

მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (“საბურთალო”).

მცველები: გიორგი გაბაძე (“ლოკომოტივი”), გაგი მარგველაშვილი (“საბურთალო”), დავით კობოური (“დინამო თბილისი”), გიორგი ლაცაბიძე (“დილა”).

ნახევარმცველები: ნოდარ ქავთარაძე, ვიტორ პერნამბუკო (ორივე “დინამო თბილისი”), ირაკლი ლექვთაძე (“დილა”).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (“საბურთალო”), თორნიკე კაპანაძე (“დინამო თბილისი”), კახა კახაბრიშვილი (“ჩიხურა”).

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი (“დინამო თბილისი”).

ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი 3ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

(349)

ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

სტატიის ავტორი
-