დილამ და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს – ორივე გუნდმა წაუგებლის სტატუსი შეინარჩუნა

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ბოლო და ამავე დროს ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 14 ქულის მფლობელმა და გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “დილამ” მეოთხე ადგილზე 9 ქულით მყოფ ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და

შეხვედრა განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ ერთმანეთს ის ორად-ორი გუნდი ხვდებოდა, რომელსაც 6 ტურის თავზე წაგება არ ჰქონდა.

21:00 საათზე დაწყებულ მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, დავით ხურცილავამ საკუთარ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, ბურთი თანაგუნდელ ბალგუ იენდეუნტის გაარტყა, რომლისგანაც საკუთარ კარში შევიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, “დილას” პირველ წუთებში გადაწყობა გაუჭირდა და ბურთი მეტოქეს დაუთმო, თავად კი შანსს შეცდომებსა და კონტრშეტევებზე ელოდებოდა. მოგვიანებით, სახიფათო მომენტები მასპინძლებსაც შეექმნათ: 43-ე წუთზე, მეტოქის კარის წინ აღმოჩენილმა ირაკლი ლექვთაძემ ბურთი თეიმურაზ მარკოზაშვიოლისგან მიიღო და მიხეილ ალავიძეს თავზე გადაუგდო – 1:1.

მეორე ნახევარი მძიმე გამოვიდა. გოლის გატანის შანსი ოირვე გუნდს მიეცა, ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი ვაგნერ გონსალვეშს შეექმნა, რომლის საჯარიმოდან დარტყმული ბურთიც მეტოქის ხარიხას მოხვდა.

საბოლოდ, არც ბათუმელთა ბურთის კონტროლს და კომბინაციურ ფეხბურთს და არც გორელთა სახიფათო კონტრიერიშებს შედეგი არ მოჰყოლია და გუნდები ფრემდე მივიდნენ – 1:1.

ამრიგად, “დილამ” 15 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსნებთან სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა, აჭარლები კი 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩნენ.

შემდეგ ტურში გორელები “საბურთალოს” თბილისში შეხვდებიან, ხოლო ბათუმელები “სამტრედიას” უმასპინძლებენ.

დილა“: გუგეშაშვილი – ეტოუ, ხურცილავა (კ), იენდეუნტი, ლაცაბიძე – ნონდი, მარკოზაშვილი – სანტოსი, გორგიაშვილი (მადინგა, 78), ლექვთაძე (სპანდერაშვილი, 58).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

ბათუმის “დინამო”: ალავიძე (კ) – მელიავა (58) კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი (ცინცაძე, 28)ჯიღაური, ფლამარიონი, მანჯგალაძე – გონსალვეში (რეინალდო, 85).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: 0:1 ბალგუ იენდეუნტი (ავტო-გოლი, 15), 1:1 ირაკლი ლექვთაძე (43).

გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე (16), თორნიკე გორგიაშვილი (57),

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

ფოტო: ბათუმის “დინამო”.

(90)

დილამ და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს – ორივე გუნდმა წაუგებლის სტატუსი შეინარჩუნა

სტატიის ავტორი
-