ახალი მეკარე – ვალენსია გიორგი მამარდაშვილის პოზიციაზე კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს

“ვალენსია” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გუნდში კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელის, თანაც მეკარის დამატებას აპირებს.

როგორც თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, “ღამურები” “ტრაბზონსპორის” გოლკიპერის, უგურჩან ჩაკირის დამატებას აპირებენ. თუ ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდა და ესპანელებმა 25 წლის მეკარე დაიმატეს, მაშინ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს თავის სათამაშო პოზიციაზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდება.

ამჟამად, “ვალენსიას” შემადგენლობაში ოთხი მეკარე, იასპერ სილესენი, გიორგი მამარდაშვილი, ჟაუმე დომენიჩი და კრისტიან რივერო ირიცხება.

ლა ლიგის პირველ ტურში, “ხეტაფესთან” მოგებულ შეხვედრაში (1:0), სწორედ “დინამო თბილისის” აღზრდილმა მეკარემ ითამაშა, საკუთარი კარის უსაფრთხოება სრულად დაიცვა, დამაჯერებლად ითამაშა, 4 ბურთის მოგერიება მოახერხა, ესაპნეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო გოლკიპერად, სიმბოლური გუნდის წევრად, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო დებიუტანტთა შორის და ევროპული ფეხბურთის ელიტის 21-წლამდელთა საუკეთესო თერთმეტულშიც დასახელდა.

ლა ლიგის მეორე ტურში, 21 აგვისტოს, “ვალენსია” “გრანადას” სტუმრად დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო)

ასევე იხილეთ: მორიგი აღიარება: მამარდაშვილი გრინვუდთან, ჰოლანდთან, დეპაისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად 

ასევე იხილეთ: რამდენს გადაიხდის ვალენსია? მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა ცნობილია

ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

ასევე იხილეთ: მოდრიჩი, პიკე, ბენზემა, მამარდაშვილი – ქართველი მეკარე ლა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ასევე იხილეთ: ხოსე პერალესი: “ვცდილობ მამარდაშვილს ყველაფერში დავეხმარო, ის ორ წელიწადში დიდი გუნდის მთავარი მეკარე გახდება”

ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილი: “ეს ყველაფერი დიდი შრომის და ცოტა გამართლების შედეგია”

ასევე იხილეთ: კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?

ასევე იხილეთ: “ბოდიში დონარუმას”, პრემია სკაუტს”, “ის სილესენს სკამზე დასვამს” – რას წერენ ესპანელი ქომაგები მამარდაშვილზე​?

ასევე იხილეთ: ვალენსიას მწვრთნელი: “მამარდაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა, მის გამო ბედნიერები ვართ”

ასევე იხილეთ: Marca: მამარდაშვილი – დაიმახსოვრეთ მესტალიას ახალი გმირის გვარი 

ასევე იხილეთ: ხეტაფესთან მატჩში გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივი 93-ე წუთზე (ვიდეო)

ახალი მეკარე – ვალენსია გიორგი მამარდაშვილის პოზიციაზე კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს

სტატიის ავტორი
-