ანანიძე: “ფეხბურთი ძალიან მომენატრა, მინდა დავამტკიცო, რომ როტორში თამაშის ღირსი ვარ”

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის “როტორთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“საქართველოში ვიყავი, როცა “როტორიდან” დამირეკეს. მანამდე, სამშობლოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ოფიციალური წინადადება მხოლოდ “როტორმა” შემომთავაზა. მე რუსეთის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელი აქ გავიზარდე და 15 წლის ასაკიდან 11 სეზონი სწორედ რუსეთში გავატარე, 

სპარტაკში ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი დრო გავატარე, საბოლოოდ კი ლამაზად დავშორდი. მათ მოედანზე სიამოვნებით შევხვდები, მაგრამ “სპარტაკი” უკვე წარსულია და მათთან არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. უნდა დავამტკიცო, რომ “როტორში” თამაშის ღირსი ვარ.

ფეხბურთი მართლაც ძალიან მომენატრა. კვიპროსში ჩემპიონატი მარტში შეწყდა და მას შემდეგ მთელი 4 თვე ფეხბურთის გარეშე ვართ.

მოუთმენლად ველოდები, რომ ვარჯიში დავიწყო და ფორმაში შევიდე, რათა დავეხმარო როგორც კლუბს, ისე ნაკრებს. ოქტომბერში, საქართველოს ეროვნულ გუნდს ბელარუსის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდება და იმედი მაქვს რომ ამ, შეხვედრას კარგ ფორმაში შევხვდები. კარანტინის დროს, სახლის პირობებში ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი სრულფასოვანი კონდიციების შესანარჩუნებლად, იმედი მაქვს, ამჟამად ოპტიმალური ფორმის მხოლოდ 30% მაქვს”, – თქვა 27 წლის ფეხბურთელმა.

(126)

ანანიძე: “ფეხბურთი ძალიან მომენატრა, მინდა დავამტკიცო, რომ როტორში თამაშის ღირსი ვარ”

სტატიის ავტორი
-