ჩიხურამ პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაასრულა, დინამო ბათუმმა – ლიდერთა სამეულში 

საჩხერის “ჩიხურამ” და “დინამო ბათუმმა” ეროვნული ლიგის პირველი წრე დაასრულეს, იმერლებმა გასავარდნ ზონაში, აჭარლებმა კი ლიდერთა სამეულში. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ხსენებული გუნდები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ფავორიტად ბათუმელები მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი მათ საწყის წუთებშივე გაამართლეს – ანგარიში მესამე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გახსნა.

პირველ ნახევარში “დინამომ” კიდევ ორი გოლი გაიტანა: 28-ე წუთზე, ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა მამუკა კობახიძემ, კუთხურის შემდეგ დასწრებაზე ითამაშა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ნიქაბაძემ გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა, “დინამოელების” ახალწვეულმა მეტოქის პირისპირ ჯაბა ჯიღაური დატოვა.

მეორე ნახევარში, როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ნომინალურ სტუმრებს განსაკუთრებულად აღარ უაქტიურიათ და თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს, თუმცა “დინამომ” 1 გოლის გატანა მაინც შეძლო. 79-ე წუთზე, დუბლი ჯიღაურმა გაიფორმა, ამ შემთხვევაში ასისტენტობა მარჯვენა ფლანგზე გადასულმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გასწია.

საბოლოოდ, ბათუმელებმა – 4:0 იმარჯვეს, 17 ქულა მოაგროვეს და ამ მომენტისთვის მეორე ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლები მიჯრით ორი მარცხის შემდეგ, 5 ქულით, ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე განთავსდნენ. შემდეგ წრეს “დინამო” “მერანთან“, ხოლო “სამტრედია” “საბურთალოსთან” მატჩით დაიწყებს.

ჩიხურა“: ბეგაშვილი – მაჩაიძე, კაშია, ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი – გვაზავა (ტეფნაძე, 70), ჩიკვაიძე- წიქარიძე (დეკანოიძე, 46) – ღავთაძე (ფოცხვერია, 70), ბუხაიძე, კიკაბიძე. (4-2-1-3).

მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე.

დინამო ბათუმი“: ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – ტეიდი, მანჯგალაძე – გონსალვეში (გაფრინდაშვილი, 26), ფლამარიონი (რეინალდო, 52), ჯიღაური – ნიქაბაძე (თევდორაძე, 77).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. (4-2-3-1).

გოლი: 0:1 გიორგი ნიქაბაძე (3), მამუკა კობახიძე (0:2), 0:3, 0:4 ჯაბა ჯიღაური (42, 79).

გაფრთხილება: მამუკა კობახიძე (50), ივან ფოცხვერია (85).

მსაჯი: ჯენერი ხორავა.

(44)

ჩიხურამ პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაასრულა, დინამო ბათუმმა – ლიდერთა სამეულში 

სტატიის ავტორი
-