დინამო 2 – ახალი გუნდი კლუბის სტრუქტურაში 

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის სტრუქტურაში სიახლეა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში სარეზერვო გუნდი აღსდგა.

“დინამო 2” გამოსვლას რეგიონალურ ლიგაში დაიწყებს და აქ უმეტესად ის ფეხბურთელები მიიღებენ პრაქტიკას, რომლებსაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მთავარ გუნდში რეგულარული სათამაშო დრო არ აქვთ და ამ მიზნით სხვა კლუბებში მიდიან. “დინამო 2-ს” ვლადიმერ კაკაშვილი უხელმძღვანელებს.

თბილისურ კლუბში კიდევ ერთი სიახლეა. რეგულაციების შესაბამისად, ვარჯიში განაახლეს 15-წელს ზემოთ ასაკობრივმა გუნდებმა, რომლებიც “დინამო 2-ის” მსგავსად, გათამაშებაში აგვისტოს შუა რიცხვებიდან ჩაერთვებიან.

:დინამო 2-ის” ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი დინამოში “გუნდის” ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახლდათ, რომელმაც ეს იდეა პირველივე პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

⚽ დინამოს აკადემია

📣 დინამოს აკადემიაში სიახლეა. გუნდების ასაკობრივ სტრუქტურულ სქემას კიდევ ერთი გუნდი – დინამო 2 შეემატა. დინამოელთა მეორე გუნდს ვლადიმერ კაკაშვილი…

(704)

დინამო 2 – ახალი გუნდი კლუბის სტრუქტურაში 

სტატიის ავტორი
-