დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა კენჭისყრა შეაფასეს

10 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე “დინამო ბათუმის” მეტოქე ებრაული “ჰაპოელ ბერ შევა” იქნება. აჭარული გუნდი მატჩს სტუმრად გამართავს.

Live.Ge დაუკავშირდა “დინამო ბათუმის” ფეხბურთელებს, რომლებმაც კენჭისყრა შეაფასეს და მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

გიორგი ნავალოვსკი: “კეშლასთან” და “ნეფტჩისთან” თამაში ძალიან მინდოდა. “ჰაპოელი” კარგი გუნდია, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ.”

გოდფრი ობოაბონა: “შესანიშნავი კენჭისყრა გამოდგა. ვიცით, რომ მარტივი შეხვედრა არ იქნება, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერი და ამავდროულად, გამოცდილია. თამაშზე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ.”

ბენჟამინ ტეიდი: “რთული თამაში იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. “ჰაპოელი” კარგი გუნდია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვფიქრობ, რომ საფინალო სასტვენამდე ფავორიტი არ არსებობს.”

 

(82)

დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა კენჭისყრა შეაფასეს

სტატიის ავტორი
-