დინამო თავდამსხმელს იმატებს: დავით სხირტლაძე თბილისურ კლუბში ბრუნდება

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი, დავით სხირტლაძე “დინამო თბილისში” ბრუნდება.

Live.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფორვარდი ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება და სავარაუდოდ, კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

28 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2011-18 წლებში დანიის ჩემპიონატში, “ორჰუსისა“და “სილკებორგისა” რიგებში გამოდიოდა, შემდეგ კი ბედი პოლონეთისა და ლატვიის ჩემპიონატშიც (შესაბამისად, “არკა” და “რიგა”) სცადა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე ირიცხებოდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბოლოს იგი დანიის მეორე ლიგის ბინადარ “ვიბორგში” გამოდიოდა, სადაც 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი სუპერლიგაში დაწინაურდა.

დინამო თავდამსხმელს იმატებს: დავით სხირტლაძე თბილისურ კლუბში ბრუნდება

სტატიის ავტორი
-