ლა ლიგიდან ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისი ესპანელ თავდამსხმელს დაიმატებს

“დინამო თბილისი” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

Live.ge-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესპანელ თავდამსხმელს უახლოეს პერიოდში გაიფორმებს.

კარლოს კასტრო, რომელიც დედაქალაქური კლუბის ინტერესებშია, ხიხონისსპორტინგში“, “ელჩეში“, “მალიორკასა” და “ლუგოში” თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ლა ლიგაში 51 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

25 წლის ფეხბურთელი ჩისკოს გუნდში მეორე ესპანელი იქნება – ზაფხულში “ლურჯ-თეთრებმა” ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი დაიბრუნეს.

(2135)

ლა ლიგიდან ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისი ესპანელ თავდამსხმელს დაიმატებს

სტატიის ავტორი
-