დინამო თბილისმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო 

8 აგვისტოს, “დინამო თბილისი” მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვია და 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის და პერსონალის წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ პატივი მივაგოთ ეროვნული გმირების ხსოვნას. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ვაჟკაცები არასდროს, არავინ არ დაივიწყოს. მე ასევე მინდა მოვიხსენიო ის უხილავი გმირები, რომელთა სასაფლაოც კი არ არსებობს და საზოგადოებამ მათი სახელიც კი არ იცის. მათ ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. დიდება ჩვენს გმირებს, რომელთა გარეშეც ჩვენი ხვალინდელი მომავალი არ შედგებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს. ამ ადამიანებმა ამ მიზნისთვის ყველაფერი გაიღეს, ახლა კი ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მადლობა მათ”, – “დინამო თბილისის” პრეზიდენტი რომან ფიფია.

დინამო თბილისმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო  1

2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, 20 000-ზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

ფოტო: ს.კ დინამო თბილისი.

(76)

დინამო თბილისმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო 

სტატიის ავტორი
-