ეროვნული ლიგა: ათივე გუნდის სათამაშო მაისურის დიზაინი 2021 წლის სეზონში (ფოტო)

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი 2021 წლის სეზონში მონაწილე კლუბების სათამაშო მაისურის ფოტოს აქვეყნებს.

ქართული კლუბები ახალ სეზონს შეცვლილი დიზაინით ხვდებიან, რაც ასე გამოიყურება:

May be an image of ტექსტი

2021 წლის სეზონი 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისისა” და 18-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალს” შორის მატჩით დაიწყება. სეზონში მონაწილეობას ამ ორი გუნდის გარდა, ბათუმის “დინამო”, თბილისის “ლოკომოტივი”, “საბურთალო”, “თელავი”, “სამტრედია”, ქუთაისის “ტორპედო”, ქობულეთის “შუქურა” და  გორის “დილა” მიიღებენ.

ეროვნული ლიგა: ათივე გუნდის სათამაშო მაისურის დიზაინი 2021 წლის სეზონში (ფოტო)

სტატიის ავტორი
-