ეროვნული ლიგა: IV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მეოთხე სათამაშო კვირაში პირველად მოხდა, რომ გათამაშებას სათავეში ახალი გუნდი ჩაუდგა – “დინამო თბილისი”, მოქმედმა ჩემპიონმა საშინაო არენაზე აწ უკვე ყოფილ ლიდერ “ლოკომოტივს” 4 ბურთი შეუგდო, ისე რომ საკუთარ კარში ერთიც არ მიუღია. 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედომ” 3 ქულა პირველად მოიპოვა და რა თქმა უნდა აღსანიშნავია დებიუტანტი “თელავის” შესანიშნავი თამაში და პირველი გამარჯვება.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ხუთ მატჩში 14 გოლი გავიდა, აქედან 6 სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა, ორჯერ კი გუნდებმა ავტო-გოლი გაუშვეს. საერთო ჯამში გასული ყველა გოლიდან, Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ.

3. მიკოლა კოვტალიუკი (გორის “დილა”) VS საჩხერის “ჩიხურა”

2. გიორგი ფანცულაია (ქუთაისის “ტორპედო”) VS თბილისის “მერანი”

1. ლევან ნონიკაშვილი (“საბურთალო”) VS ბათუმის “დინამო”

(134)

ეროვნული ლიგა: IV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-