ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო.

ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო.

აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები  კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0.

კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო.

მიუხედავად პირველ სამ მატჩში გოლების სიმწირიასა, სეზონის ყველაზე უხვგოლიანი ტური მაინც სწორედ მეათე სათამაშო კვირა გამოდგა – ამაში ლომის წვლილი “საბურთალომ” შეიტანა, რომელმაც “ჩიხურას” ბოლო დროს პოპულარული ანგარიშით – 8:2 მოუგო. 

მეათე ტური გორში დასრულდა, სადაც “ტორპედოსთან” 3:1 გამარჯვების შემდეგ, გორის “დილამ” სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  1

მეათე ტურის შედეგები: 

“თელავი” – “დინამო თბილისი” 0:0

“მერანი” – “დინამო ბათუმი” 1:2

“სამტრედია” – “ლოკომოტივი” 0:0

“ჩიხურა” – “საბურთალო” 2:8

“დილა” – “ტორპედო” 3:1

მეათე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: სტეფან სიკაჩი (“სამტრედია”).

მცველები: საიმონ ბენიო (“დინამო თბილისი”), გიორგი ჯგერენაია (“სამტრედია”), გიორგი ლაცაბიძე (“დილა”).

ნახევარმცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (“თელავი”), ჯეროენ ლუმუ, ელვინ ტერა (ორივე “საბურთალო”), ჯაბა ჯიღაური (“დინამო ბათუმი”), რაფაელ ჩუკვურა (“თელავი”).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (“საბურთალო”), ნუგზარ სპანდერაშვილი (“დილა”).

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე (“თელავი”).

ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  2

 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

(153)

ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-