ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნირო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ.

გადადებული მატჩი, რომელიც XV-ე ტურის ეგიდით, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი “ტორპედოს” “დინამო ბათუმთან” მარცხით – 1:2 დასრულდა.

ანალოგიური ანგარიშით, ოღონდ საშინაო კედლებში იმარჯვა თბილისის “ლოკომოტივმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტ “საბურთალოს” სძლია.

2:1 – მოიგო “თელავმაც“, რომელმაც თბილისში, საჩხერის “ჩიხურას” 3 ქულა აართვა.

ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა “სამტრედიამაც“, რომელმაც იმერეთში თბილისის “მერანს” 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

დამაჯერებელი იყო მოქმედი ჩემპიონი გორში, სადაც “დინამო თბილისმა” “დილას” – 3:0 სძლია.

ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი  1

მეთხუთმეტე ტურის შედეგები:  

“ჩიხურა” – “თელავი” 1:2

“დილა” – “დინამო თბილისი” 0:3

“ლოკომოტივი” – “საბურთალო” 2:1

“სამტრედია” – “მერანი” 2:0

“ტორპედო” – “დინამო ბათუმი” 1:2

მეთხუთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: კონსტანტინე სეფიაშვილი (“სამტრედია”).

მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური (ორივე “დინამო თბილისი”), ნიკოლოზ სანდოხაძე (თბილისის “ლოკომოტივი”), გოდფრი ობოაბონა (“დინამო ბათუმი”).

ნახევარმცველები: ფირუზ მარაქველიძე (“თელავი”), გიორგი კუცია (“დინამო თბილისი”), სტრაჰინია პავიშიჩი (“სამტრედია”).

თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე, ულად ომარ იმრანი (ორივე თბილისის “ლოკომოტივი”), იაროსლავ კვასოვი (“თელავი”).

მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი (“დინამო თბილისი”).

ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი  2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

(37)

ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-