ევროპის ლიგა: მეორე ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია 

31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

აქ საქართველოს ორი თბილისური გუნდი, “დინამო” და “ლოკომოტივი” წარმოადგენენ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი წილისყრას განტესილის სტატუსით შეხვდა, “ლოკო” კი განუთესავის. ორივე მათგანის მეტოქე ცნობილია.

“დინამო თბილისი” – “ქონას ქეი ნომადსი” (უელსი) შეხვედრა უელსში გაიმართება.

“ლოკომოტივი” – “დინამო მოსკოვი” (რუსეთი) შეხვედრა  თბილისში გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე ფორმატი შეიცვალა და შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება და ის 17 სექტემბერს გაიმართება.

(271)

ევროპის ლიგა: მეორე ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია 

სტატიის ავტორი
-