გიორგი ნემსაძე: “მინდა, რომ გორის დილა დავტოვო”

უდიდესი ალბათობით, გიორგი ნემსაძე გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

ინფორმაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, Live.ge-სთან თავად 48 წლის სპეციალისტმა დაადასტურა.

ძალიან მინდა, რომ გორის “დილა” დავტოვო. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი ამ მომენტში და კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მცირე მოუგებელი სერიის გარდა თავი ბევრმა რამემ მოიყარა”, – გვითხრა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.

გიორგი ნემსაძე შიდაქართლურ კლუბში შარშან ზაფხულში დაინიშნა და გუნდს 28 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 11 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 7-ში დამარცხდა.

ნემსაძის ხელმძღვანელობით “დილას” ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა და 11 ტურის შემდეგ დაგროვილი 20 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებდა, გუნდი ტიტულის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება. ბოლო მატჩში გორელები “სამტრედიასთან” – 0:1 დამარცხდნენ.

(1349)

გიორგი ნემსაძე: “მინდა, რომ გორის დილა დავტოვო”

სტატიის ავტორი
-