გურამ გიორბელიძე: “კონტრაქტს ხელი მოვაწერე, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და აგვისტოდან გუნდს შევუერთდები”

ავსტრიულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ტიპიკო ბუნდესლიგის ბინადარ “ვოლფსბერგერში” გააგრძელებს.

ეს ცნობები გორის “დილას” პრესსამსახურში გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ 24 წლის მარცხენა ფლანგელის მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს, მოგვიანებით კი Live.ge უშუალოდ ფეხბურთელს გაესაუბრა, ვინც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვოლფსბერგერთან” 2+1წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, 26 ივლისამდე გორის “დილაში” დავრჩები, ხოლო 4 აგვისტომდე ავსტრიაში ჩავალ, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და გუნდს შეკრებაზე, სრულფასოვნად შევუერთდები.

გორის “დილაში” გატარებული პერიოდი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს გუნდი ამ გზის გავლაში და აქამდე მოსვლაში დამეხმარა, რისთვისაც ამ კლუბს და მის გულშემატკივარს მადლობას ვუხდი”, – თქვა წინა სეზონის საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველმა.

“ვოლფსბერგერმა” ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

(185)

გურამ გიორბელიძე: “კონტრაქტს ხელი მოვაწერე, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და აგვისტოდან გუნდს შევუერთდები”

სტატიის ავტორი
-