კახაბერ ჩხეტიანმა დინამო თბილისი დატოვა

კახაბერ ჩხეტიანმა “დინამო თბილისის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქართველი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე, “ტირანასთან” განცდილი მარცხი (0:2) გამოდგა.

“გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო,” – განაცხადა ჩხეტიანმა.

(619)

კახაბერ ჩხეტიანმა დინამო თბილისი დატოვა

სტატიის ავტორი
-