კრაიოვას მწვრთნელი: “ძალიან გულგატეხილები და იმედგაცრუებულები ვართ” 

თბილისის “ლოკომოტივთან” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ, კრაიოვას “უნივერსიტატეას” მთავარმა მწვრთნელმა კრისტიანო ბერგოდიმ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებდით. მიზნად ამ მატჩში გამარჯვებას ვისახავდით. ძალიან გულგატეხილები და იმედგაცრუებულები ვართ. კონტრშეტევებზე 2 გოლი მივიღეთ და ეს ძალიან არ მომეწონა. ჩვენი მეტოქე ჩვენზე ცუდად არ თამაშობდა, თუმცა მათ პოზიციურად გოლების გატანა ვერ შეძლეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, ამით არაფერი არ სრულდება. ჩვენ სხვა მიზნებიც გვაქვს და მომავლისკენ უნდა ვიყუროთ. 

პირველ ნახევარში მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით და მომენტებიც გვქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გვიჭირდა და სწორ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდით. მეორე ნახევარში ვცადეთ მატჩის შედეგის შემოტრიალება, თუმცა ეს შედეგი მივიღეთ და არაფერი გამოგვივიდა. 

“ლოკომოტივის” მატჩები ნანახი გვქონდა და ვიცოდით, რომ მეტოქის მთავარი მწვრთნელი ყველა შეხვედრაში სათამაშო სქემას და სისტემას ცვლიდა. მათი გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა”, – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

(480)

კრაიოვას მწვრთნელი: “ძალიან გულგატეხილები და იმედგაცრუებულები ვართ” 

სტატიის ავტორი
-