კრაიოვას მწვრთნელი: “რთული მატჩის მოლოდინში ვართ, მაგრამ ბოლო წუთამდე მოსაგებად ვიბრძოლებთ”

თბილისის “ლოკომოტივისა” და “უნივერსიტატეა კრაიოვას” მატჩის წინ, რუმინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიანო ბერგოდი მიხეილ მესხის სახელობის არენის საპრესკონფერეცნიო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ლოკომოტივი” ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ დაპირისპირება გვიწევს. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და შიდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავეს. 

ჩვენ ახლა ვიწყებთ ევროპის ლიგაზე გამოსვლას და გვინდა, რომ მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ვიცით, რომ “ლოკომოტივი” უმეტესად ქართული კონტიგენტით არის დაკომპლექტებული. რთული მატჩის მოლოდინში ვართ.

გვყავს 1-2 ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგრამ მთლიანობაში გუნდის საბაზისო ნაწილი ჯანმრთელადაა, თავს კარგად გრძნობს და შესაბამის ფორმაშია. ამ მხრივ ბევრი პრობლემა არ გვაქვს.

მქონდა დრო, რომ “ლოკომოტივის” 5-6 მატჩი მეხილა და დავაკვირდი, რომ მთავარი მწვრთნელი მატჩიდან-მატჩამდე შემადგენლობაში როტაციას მიმართავს, ამავე დროს ის თამაშის მიმდინარეობისასაც სქემას და სისტემას ცვლის. მთლიანობაში, “ლოკომოტივი” მობილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მატჩი უმაყურებლოდ იქნება, რის გამოც საკმაოდ უცნაური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. უკეთესი იქნებოდა, რომ დაპირისპირება ორრაუნდიანი ყოფილიყო და პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში ჩაგვეტარებინა, მაგრამ რა გაეწყობა, რაც არის არის, ჩვენი გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე მოსაგებად იბრძოლებს“, – თქვა .

“ლოკომოტივი” – “კრაიოვას” შეხვედრა 27 აგვისტოს, “მიხეილ მესხი 2-ზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

(101)

კრაიოვას მწვრთნელი: “რთული მატჩის მოლოდინში ვართ, მაგრამ ბოლო წუთამდე მოსაგებად ვიბრძოლებთ”

სტატიის ავტორი
-