ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებს

“დინამო თბილისის” მარცხენა მცველი, ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ “პაფოსში” გააგრძელებს.

ინფორმაცია თავად კვიპროსულ კლუბს ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ქვეყნის სპორტულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლის მიხედვითაც 22 წლის მარცხენაფლანგელი “პაფოსს” სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდება.

ჯერჯერობით კონტრაქტისა და ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა პარალელურ რეჟიმში ინფორმაცია განახლდება.

“დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ევროპაში აქამდე შვეიცარიის “ციურიხში” 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე იჯარის წესით თამაშობდა. საქართველოს 18-გზის ჩემპიონის შემადგენლობაში ლევან ხარაბაძემ 89 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-