ლევან ყენიამ მესამე ბუნდესლიგის გუნდის მაისურით პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა (ვიდეო)

ლევან ყენია გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ “იურდინგენში” ისინჯება.

“შალკეს” ყოფილი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნდება.

არაერთმა გერმანულმა გამოცემამ დაწერა, რომ 29 წლის ფეხბურთელი რანგით მესამე დივიზიონის გუნდში ოფიციალურად ჯერ არ ირიცხება და მხოლოდ სატესტო მატჩებში მონაწილეობას იღებს, კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოსა და ფოტოებში კი ჩანს რომ ქართველმა ნახევარმცველმა “პსვ ეინდჰოვენთან” ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

 

ყენიამ წინა სეზონი “საბურთალოში” გაატარა და გუნდი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შესვენების დროს დატოვა.

 

 

ასევე იხილეთ: ლევან ყენია: “საქართველოში გუნდები არსებობისთვის იბრძვიან, ამ რეალობაში, ევროსარბიელზე წარმატება რთულია”

(529)

ლევან ყენიამ მესამე ბუნდესლიგის გუნდის მაისურით პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-