ლოკომოტივის ოფიციალური განცხადება კოხრეიძის ტრავმის შესახებ

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი “ლოკომოტივსა” და “საბურთალოს” შორის გიორგი კოხრეიძისთვის მძიმე გამოდგა.

შეხვედრის მიწურულს ახალგაზრდა ფეხბურთელი სანდრო გურეშიძესთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და ჯვარედინი მყესები დაიზიანა. ტრავმის გამო კოხრეიძესთვის სეზონი დასრულებულია – ის მოედანს 7 თვეში დაუბრუნდება.

“ლოკომოტივი” მომხდარის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

“18 ივნისს, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივის” მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, სანდრო გურეშიძესთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ.

ვწუხვართ, რომ გიორგი დაშავდა. ჩვენი კლუბისა და სანდრო გურეშიძის სახელით, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ “საბურთალოს” ახალგაზრდა შემტევს.”

(73)

ლოკომოტივის ოფიციალური განცხადება კოხრეიძის ტრავმის შესახებ

სტატიის ავტორი
-