მერაბ ჟორდანია დინამოს მარცხზე: “ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც არაფერია”

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის “დინამოს” და საქართვეელოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ქართული ფეხბურთის აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა.

არნემის “ვიტესის” ყოფილმა მფლობელმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფარერულკლაკსვიკთან” “დინამო თბილისის” გამანადგურებელი მარცხის (1:6) შესახებ კომენტარი გააკეთა.

“15 წელი არ ვყოფილვარ ტელევიზიაში და რადგან ვოვა გუცაევმა მთხოვა, უარი ვერ ვთქვი. ფარერებთან წაგება იყო ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდთან შეხება ჰქონია, „დინამოში“ უთამაშია ან უგულშემატკივარია. კარგად გვახსოვს ვერისპარკელი გულშემატკივრები. არ ვიცი, ეს ხალხი როგორ გადაიტანს. აქ რომ მოვდიოდი, დამირეკეს, ხურცილავა ცუდად გამხდარა. ცალკე საშა ჩივაძეს ველაპარაკე და ხმას ვერ იღებდა. ამაზე მეტი შეურაცხყოფა ამ ხალხისთვის არავის მიუყენებია. ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც არაფერია”, – თქვა ჟორდანიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

(244)

მერაბ ჟორდანია დინამოს მარცხზე: “ეს არის ფსკერი, რომლის იქითაც არაფერია”

სტატიის ავტორი
-