მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: “ქართველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, მათ ბევრი ტექნიკური მოთამაშე ჰყავთ”

მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივთან” დაპირისპირების შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

ცხადია, აქამდე მეტოქის მატჩებისთვის არ გვიყურებია, მაგრამ შემდეგი დღეების განმავლობაში ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ამ შემთხვევაში, კონკრეტულად “ლოკომოტივის” განხილვა გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრებ. საქართველოს ყოველთვის ბევრი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავდა, ქართული გუნდები შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ. 

ყველა მოწინააღმდეგეს პატივისცემით ვეპყრობით, ამიტომაც სერიოზულად მოვემზადებით. ჩვენი მიზანია, რომ ევროპული ტურნირების დასკვნით ეტაპებზე ვითამაშოთ და თუ ამის მიღწევა გვსურს, მაშინ, როგორც შინ, ისე სტუმრად სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ”, – თქვა ნოვიკოვმა.

თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” 17 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

(161)

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: “ქართველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, მათ ბევრი ტექნიკური მოთამაშე ჰყავთ”

სტატიის ავტორი
-