მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: “ეს კლუბების დაპირისპირებაა და არა ქვეყნების, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით”

თბილისის “ლოკომოტივთან” გასამართი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ეს კლუბების დაპირისპირებაა და არა ქვეყნების, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით

ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს რუსეთის და საქართველოს დაპირისპირებაა, ჩემს მოსაზრებას არ ემთხვევა. მე ვთვლი, რომ ეს 2 კლუბის დაპირისპირებაა და არა ჩვენი ქვეყნების. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და პოლიტიკა არ გვაინტერესებს. 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი 0:0-დან იწყება და შანსი ორივე გუნდს აქვს. ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, სადაც ხისტადაც თამაშობენ, ჩვენ ასეთი გუნდი ვართ და არა უხეში. 

ბოლო პერიოდში, რუსულ პრესაში ხშირია კრიტიკა ჩემი მისამართით, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ და ჩემპიონატში რამდენადაც შესაძლებელია მაღალი პოზიცია დავიკავოთ“, – თქვა 39 წლის სპეციალისტმა.

ლოკომოტივისა” და “დინამოს” მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

(6551)

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: “ეს კლუბების დაპირისპირებაა და არა ქვეყნების, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით”

სტატიის ავტორი
-