რეალის აკადემიის აღზრდილი მეკარე – დინამო თბილისი ესპანელ კიპერს იმატებს

Live.ge-ს ინფორმაციით, “დინამო თბილისს” მალე ახალწვეული ეყოლება და კიდევ ერთ ლეგიონერს დაიმატებს.

გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები პირველ რიგში, მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავენ და გუნდში ესპანელ გოლკიპერს იწვევენ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 27 წლის ანდრეს პრიეტოს იმატებს, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში “მალაგაში”, “ესპანიოლში“, “ლეგანესში” და ინგლისურ “ბირმინგემში” უთამაშია.

ანდრეს პრიეტოს კარიერაში ლა ლიგაში 4, ხოლო ევროპის ლიგაზე 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2021 წელს ის ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, 15 ივლისიდან კი თავისუფალი აგენტია.

 

(1024)

რეალის აკადემიის აღზრდილი მეკარე – დინამო თბილისი ესპანელ კიპერს იმატებს

სტატიის ავტორი
-