როდის, სად და რომელი მატჩით გაიხსნება სეზონი? – ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია

ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ტრადიციულად, ჩემპიონატს ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ჩემპიონი გუნდების, შესაბამისად, “დინამო ბათუმისა” და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირება გახსნის. შეხვედრა 26 თებერვალს, “ბათუმი არენაზე” გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება პირველი ტურის კალენდარს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

როდის, სად და რომელი მატჩით გაიხსნება სეზონი? - ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია 1

საინტერესოა, რომ მეორე ტურშივე მოქმედი და ვიცე-ჩემპიონები, ბოლო წლების ორი საუკეთესო ქართული გუნდი, თბილისის და ბათუმის “დინამო” ერთმანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ასევე ბათუმში, “ბათუმი არენაზე”, 5 მარტს გაიმართება.

ჩემპიონატის საწყისი 11 ტურის კალენდარი ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ იხილოთ.

 

როდის, სად და რომელი მატჩით გაიხსნება სეზონი? – ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია

სტატიის ავტორი
-