საბურთალოში ცვლილებებია: 5 ფეხბურთელი წავიდა, შინდაგორიძე და იაშვილი დაბრუნდნენ 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება და ტრანსფერებსაც აქტიურად ახორციელებს.

სოციალურ ქსელში გუნდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, თბილისელები ხუთმა ფეხბურთელმა, ოგაგა ოდუკომ, ვიქტორ მუდრაკმა, აკაკი შულაიამ, გიორგი ერისთავმა და რომან ჩაჩუამ დატოვეს.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ისინი “საბურთალოსთვის” კარგად ნაცნობი მოთამაშეები არიან. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი “დინამოდან” თავისი ყოფილი ფეხბურთელი დაიბრუნა – თბილისელთაგან ნოდარ იაშვილი, ხოლო ბათუმიდან ლაშა შინდაგორიძე. მარჯვენა მცველი და შემტევი ნახევარმცველი 2018 წელს “საბურთალოსთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.

2022 წლის სეზონში “საბურთალო” ერთ-ერთი იქნება იმ ოთხი გუნდიდან, რომელიც საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენს, კონკრეტულად, “თეთრ-წითლებიკონფერნეს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებენ გამოსვლას.

საბურთალოში ცვლილებებია: 5 ფეხბურთელი წავიდა, შინდაგორიძე და იაშვილი დაბრუნდნენ 

სტატიის ავტორი
-