სადისციპლინო კომიტეტმა დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო დასაჯა

სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეათე ტურში ქუთაისის ,,ტორპედოსა” და ,,დინამო თბილისის” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე გუნდი დასაჯა.

კომიტეტის გადაწყვეტილება:

  • ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.
  • ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.
  • ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით.
  • 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს – გიორგი პაპავას.
  • 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს – დიმიტრი ანტილევსკის.
  • ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს – ევგენი ტაიკევიჩს. 
  • ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს – შოთა ბაბუნაშვილს. 
  • ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს – თეიმურაზ ჯანაშიას. 

სადისციპლინო კომიტეტმა დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო დასაჯა

სტატიის ავტორი
-