თემურ შალამბერიძემ პოსტი დატოვა – საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს.

საქართველოს ექს-ჩემპიონი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თემურ შალამბერიძეს დაემშვიდობა, რომელიც გუნდს თებერვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა.

მას მერე, რაც 2019 წლის ბოლოს გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, “საბურთალომ” უკვე მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა. წლის დასაწყისში თბილისური კლუბი გია ცეცაძემ ჩაიბარა, თუმცა თანამდებობა მალევე, ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარების გარეშე დატოვა.

ცნობილია ახალი თავკაცის ვინაობაც, გუნდს 40 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან კორღალიძე ჩაიბარებს, რომელმაც გაზაფხულზე “ლოკომოტივი” დატოვა და მას მერე უკლუბოდაა.

(108)

თემურ შალამბერიძემ პოსტი დატოვა – საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-