ტირანას მწვრთნელი: “მეტოქეს პატივს ვცემთ, მათ უპირატესობა ექნებათ, მაგრამ დინამო აქამდეც დაგვიმარცხებია და ისევ შევეცდებით” 

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” “ტირანასდაუპირისიპრდება, ალბანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნდებუისი ემანუელ ეგბომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შესახებ ისაუბრა.

“ყველა გუნდი, რომელიც ამ სეზონში თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ძალიან ძლიერია, ამიტომაც, მეტოქეს პატივს ვცემთ.

ჩვენ სტუმრად თამაში მოგვიწევს და ეს უფრო რთულია. ამ მხრივ, “დინამოს” უპირატესობა ექნება. გარდა ამისა, საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება და გუნდი პირველ ადგილს იკავებს, რაც მათ ფსიქოლოგიურად ჩვენზე წინ აყენებს. 

როცა ფეხბურთელი ვიყავი, “დინამოს” წინააღმდეგ ვითამაშე და ჩვენ მაშინ გამარჯვება მოვახერხეთ. მართალია ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ რატომაც არა, იგივეს კიდევ ერთხელ გაკეთება შეგვიძლია.

განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს და ვიცი, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ვმუშაობთ და ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან“, – თქვა ნიგერიელმა სპეციალისტმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

“დინამო”-“ტირანას” მატჩი 18 ან 19 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

(379)

ტირანას მწვრთნელი: “მეტოქეს პატივს ვცემთ, მათ უპირატესობა ექნებათ, მაგრამ დინამო აქამდეც დაგვიმარცხებია და ისევ შევეცდებით” 

სტატიის ავტორი
-