ცვლილებები ეროვნული ლიგის კალენდარში – COVID19-ის გამო შეხვედრების ნაწილი გადაიდო 

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ცვლილებები საქართველოს ჩემპიონატსაც შეეხო.

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში გასამართი თითქმის ყველა დაპირისპირება ერთი თვით გადაიდო.

“მეცამეტე ტურის მატჩს, “ლოკომოტივი” – “დინამო თბილისი”, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება თბილისის “ლოკომოტივსა” და “დინამო ბათუმს” შორის, 26 ნოემბერს გაიმართება. 28 ოქტომბერს “დინამო თბილისსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. “ტორპედოსა” და “დინამო ბათუმის” შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება. ცვლილებებია ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც. 28 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, “შევარდენი 1906-ს” და “შუქურას” შორის 25 ნოემბერს გაიმართება. რაც შეეხება “რუსთავი” – “შუქურას” დაპირისპირებას, 4 ნოემბრის ნაცვლად, შეხვედრა 8 ნოემბერს ჩაინიშნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება”, – წერს Eliga.ge.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს გასამართ მე-14 ტურის შეხვედრას, თბილისის “მერანისა” და გორის “დილას” დაპირისპირება მიხეილ მესხი 2-ზე, ჩვეულ რეჟიმში შედგება.

(60)

ცვლილებები ეროვნული ლიგის კალენდარში – COVID19-ის გამო შეხვედრების ნაწილი გადაიდო 

სტატიის ავტორი
-