ვეტერანი ფეხბურთელი რუსთავის მთავარი მწვრთნელი გახდა 

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ქვემოქართლურ კლუბს სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის. ვეტერანი ფეხბურთელისთვის, ეს პირველი მთავარი გუნდი იქნება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება.

“რუსთავის” ყოფილმა, გამოცდილმა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ დაკავებული თანამდებობა ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა და მუშაობას საკლუბო სტრუქტურაში გააგრძელებს.

რაც შეეხება დავითაშვილს, ის აქამდე თბილისის “ლოკომოტივისა” და “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა.

წინა სეზონში, გუნდი ელიგა 2-ში გავარდა, სადაც 2 ჩატარებული ტურის შემდეგ, 2 ქულა აქვს.

 

(90)

ვეტერანი ფეხბურთელი რუსთავის მთავარი მწვრთნელი გახდა 

სტატიის ავტორი
-