ზუსტად 41 წლის წინ: დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის თასი მოიგო

ზუსტად 41 წლის წინ, 1979 წლის 11 აგვისტოს, “დინამო თბილისმა” საბჭოთა კავშირის თასი მოიგო.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ფინალამდე გრძელი გზა განვლო. თბილისელებმა ასპარეზობას იმდროისთვის შემდეგი სახელებით მოთამაშე კლუბები: “დინამო ლენინგრადი”, ვოროშილოვგრადის “ზორია”, როსტოვის “სკა”, ” ქუთაისის “ტორპედო”, “ურალი” და “კრილია სოვეტოვი” გამოთიშეს.

ტურნირის ფინალი მოსკოვში, “ლუჟნიკი არენაზე”, შედგა და მას 60 000 ქომაგი დაესწრო. ქართველები იქ ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიამ გაარკვია.

ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილი გუნდის კარს ოთარ გაბელია იცავდა, რომელიც მატჩის გმირად იქცა და სამი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია.

ეს “დინამოსთვის” საბჭოთა კავშირის მეორე და უკანასკნელი თასი იყო, 2 წლის თავზე კი გუნდმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება იზეიმა და თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი გახდა.

დინამო თბილისი“: ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩეგაშვილი, დავით მუჯირი (ნუკრი კაკილაშვილი, 61), ვახტანგ ქორიძე (დავით ყიფიანი, 46), ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე, რამაზ შენგელია.

მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

(2547)

ზუსტად 41 წლის წინ: დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის თასი მოიგო

სტატიის ავტორი
-