Belive

1-2-1-6: ბარსელონა სლავიასთან ულტრა-შემტევი ტაქტიკით თამაშობდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სლავიასთან" გამარჯვებისთვის ყველა ხერხის გამოყენება სცადა - "ბლაუგრანა" მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე ულტრა-შემტევ ტაქტიკაზე (1-2-1-6) გადაეწყო, სადაც გუნდის დაცვაზე მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო ორიენტირებული. მატჩის განმავლობაში, არტურო ვიდალი, რომელიც ცენტრალური ნახევარცველის პოზიციაზე თამაშობს, 10 ნომრის როლსაც ირგებდა და გოლის გატანის შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცა. პირველი ტაიმის მიწურულს, ჩილელმა გოლის გატანაც შეძლო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო, გოლი არ ჩაითვალა. გოლის გატანაზე ორიენტირებული ტაქტიკის მიუხედავად, კატალონიელებმა გოლის გატანა "სლავიასთან" ვერ შეძლეს, რაც დიდწილად ჩეხური გუნდის მეკარის, ონდრეი კოლარის დამსახურება იყო, რომელმაც 6 სეივი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანმა მშრალი სერიის შეწყვეტა ვერც ამ მატჩში მოახერხა - ფრანგ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 11 თვის განმავლობაში არ აქვს გოლი გატანილი. უკანასკნელად გრიზმანმა გოლი, "ატლეტიკოს" მაისურით, "მონაკოს" გაუტანა.

იხილეთ მიმოხილვა ბარსელონა 0:0 სლავია 

 

სხვა სტატიები