Belive

1/4 ფინალის წინ რეალს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩამდე "რეალს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა. ფრანგ ცენტრალურ მცველს რაფაელ ვარანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის მადრიდელებს დღევანდელ თამაშში ვერ დაეხმარება. ზიდანისთვის დაცვის ხაზში ეს მეორე სერიოზული დანაკლისია. როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო 1-თვიანი იძულებითი პაუზის აღება მოუწია სერხიო რამოსსაც. გარდა ამისა, "ბლანკოსის" რიგებში ვერ ითამაშებენ დანიელ კარვახალი და ედენ აზარი. "რეალსა" და "ლივერპულს" შორის მეოთხედფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები