Belive

1 მილიონ ევროდ - მამარდაშვილი ლა ლიგის კლუბში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მეკარე თავიდან "ვალენსიას" B გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, "ღამურებს" კი მისი გამოსყიდვა 1 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ტრანსფერი ძალიან მალე ოფიციალურად დაიხურება, ხოლო აქვე შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისის" საკუთრებაშია. გიორგი ამჟამად თბილისის "ლოკომოტივშია" განათხოვრებული.

სხვა სტატიები