Belive

1 ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფამდე - ხოჭოლავას გუნდმა პირველი მატჩი მოიგო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში თურქული "ტრაბზონსპორი" - 2:1 დაამარცხა. დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. მეტოქის მიერ გატანილი გოლის ეპიზოდში, ბერძენი ბაკასეტასის დარტყმული ბურთი ქართველ მცველს მოხვდა, თუმცა ეპიზოდი ავტო-გოლად არ შეფასებულა, ვინაიდან იგი კარში ისედაც მიდიოდა.

29 წლის მცველმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროპული სტატისტიკური გამოცემის, Sofascore-ის მონაცემებით, 6.5 შეფასება დაიმსახურა, რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს იგი შემდეგნაირად გამოიყურება:


ნათამაშები წუთები: 90 გასუფთავება: 4 დაბლოკილი დარტყმა: 1  მოგებული ორთაბრძოლა მიწაზე 1/3 მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/2 პოზიციის დაკარგვა: 7 ჯარიმა: 2  მის წინააღ,დეგ დაჯარიმდნენ: 1 ბურთთან შეხება: 33 პასის სიზუსტე: 20/27 (74%) გრძელი პასი: 2/7

დავით ხოჭოლავას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება "ტრაბზონსპორთან" მატჩში:

საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 24 სექტემბერს ტრაბზონში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
 
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს: 
  • ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბახი” ჩეხური ვიქტორია “პლზენის” წინააღმდეგ;
  • ირაკლი აზაროვის სერბული “ცრვენა ზვეზდა”  ისრაელის “მაკაბი ჰაიფას” წინააღმდეგ;
ჯგუფური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის".  

სხვა სტატიები