Belive

10 ევროპული კლუბი, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ყველაზე მეტი ტიტული აქვს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
10-წლიანი პაუზის შემდეგ, გლაზგოს "რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა. სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული მას შემდეგ გაიფორმა, რაც პრემიერშიფის 31-ე ტურის შეხვედრაში, "სენტ მირენი" - 3:0 დაამარცხა. კლუბის ამჟამინდელი ტრიუმფი იმითიც იყო გამორჩეული, რომ 2012 წელს, "რეინჯერსი" ფინანსური კოლაფსის გამო მესამე ლიგაში დაქვეითდა. ეს დედაქალაქური კლუბისთვის ქვეყნის რიგით 55-ე ჩემპიონობა გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ "ლურჯები" ევროპის მასშტაბით შიდა ჩემპიონატებს შორის ტიტულების რაოდენობით ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებენ. საინტერესოა, როგორია იმ ევროპული კლუბების სია, რომლებიც ამ კომპონენტში ლიდერობენ. ამ სტატიაში, თავიანთი ქვეყნის 10 ყველაზე ტიტულოვან ჩემპიონს წარმოგიდგენთ. 
  1. "სპარტა პრაღა" (ჩეხეთის პირველი ლიგა): 33
  2. მადრიდის "რეალი" (ლა ლიგა): 34
  3. "აიაქსი" (ნიდერლანდების ერედივიზიონი): 34
  4. "ანდერლეხტი" (ბელგიის იუპილერ ლიგა): 34
  5. "იუვენტუსი" (სერია A): 36
  6. "ბენფიკა" (პრიმეირა ლიგა): 37
  7. "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთის სუპერ ლიგა): 45
  8. "სელტიკი" (შოტლანდიის პრემიერშიფი): 51
  9. "ლინფილდი" (ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერშიფი): 53
  10. "რეინჯერსი" (შოტლანდიის ჩემპიონატი): 55

სხვა სტატიები