Belive

10 კლუბი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯა 

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
თანამედროვე ფეხბურთში ფინანსური დივიდენდების გარეშე განსაკუთრებული წარმატების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. დიახ, ჩვენ გვაქვს საპირისპირო მაგალითებიც, თუმცა ერთ ან ორ სეზონში, მხოლოდ სპორტული შესაძლებლობების ან მენეჯმენტის კარგ მუშაობას ფინანსურად ძლიერი გიგანტები ყლაპავენ. "პორტუ", "მონაკო", "აიაქსი" და სხვა კლუბები, რომლებმაც თავი დიდებული სეზონებით დაგვამახსოვრეს, მალე იძულებულნი გახდნენ, მთავარი ვარსკვლავები გრანდებისთვის მსუყე კომპენსაციის სანაცვლოდ დაეთმოთ. ამრიგად, დღეს წარმატებას ის კლუბი აღწევს, რომლის ბიუჯეტიც სავსეა და ტრანსფერისთვის ფულის დახარჯვა არ ენანება. სატრანსფერო ბაზარზე ფასები ყოველწლიურად იმატებს, ნეიმარის "ბარსელონადან" "პსჟ-ში" 222 მილიონ ევროდ გადაბარგებამ კი დაინტერესებული მხარეები აიძულა, ფეხბურთელებში ორმაგი და ზოგჯერ სამმაგი თანხაც კი გადაეხადა. საინტერესოა, რომელმა კლუბებმა დახარჯეს 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი თანხა და რამდენი ფეხბურთელი დაიმატეს მათ.

10. მადრიდის "ატლეტიკო"

ტრანსფერი - 331  დახარჯული თანხა - 1.23 მილიარდი  დიეგო სიმეონეს ერაში "მეზეწრეებს" რამდენიმე მსუყე ტრანსფერის გაკეთება მოუწიათ. მაგალითად, ჟოაო ფელიშის დასამატებლად "როხიბლანკომ" 113 მილიონი ევრო გადაიხადა, ტომა ლემარი კი 63 მილიონად შეიძინა.
No description available.

9. "ლივერპული" 

ტრანსფერი - 369 დახარჯული თანხა - 1.55 მილიარდი იურგენ კლოპის გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის უმეტესი ნაწილის გადაბირება 30 მილიონზე მეტი დაჯდა, ეს ორი ადამიანი კი, რომელმაც გუნდის კარის უსაფრთხოება გააძლიერა და სრულყოფილ მონსტრად ჩამოაყალიბა, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულნი არიან.

8. "პსჟ" 

ტრანსფერი - 266 დახარჯული თანხა - 1.41 მილიარდი  ამ შემთხვევაში ერთადერთ უცნაურობას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ეს გუნდი უფრო მაღალ პოზიციას არ იკავებს, რადგანაც პარიზელებმა მხოლოდ ორ ფეხბურთელში (ნეიმარი და კილიან მბაპე) 400 მილიონი ევრო გადაიხადეს.
PSG star Mbappe warned that too much 'Neymar-izing' could adversly ...

7. მილანის "ინტერი" 

ტრანსფერი - 790 დახარჯული თანხა - 1.44 მილიარდი "ინტერი" "პსჟ-ზე" მაღლა? ნამდვილად გასაკვირია იქამდე, სანამ არ გავიგებთ, რომ "ნერაძურიმ" "პარი სენ-ჟერმენზე" 500-ით მეტი ტრანსფერი გააკეთა.
The biggest trade operations of the last years

6. "მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრანსფერი - 316 დახარჯული თანხა - 1.62 მილიარდი "წითელმა ეშმაკებმა" ამ საუკუნეში კოლოსალური თანხა დახარჯეს, ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში კი ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც ჰარი მაგუაირი, ბრუნო ფერნანდეში, ანხელ დი მარია, რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი, ფრედი, აარონ ვან-ბისაკა, რიო ფერდინანდი, ხუან მატა და პოლ პოგბა არიან. როგორც ხედავთ, მათი უმეტესობა გუნდში ბოლო დეკადის მეორე ნახევარში მივიდა.
Fans React To Pogba's Performances Against Sheffield United

5. "იუვენტუსი" 

ტრანსფერი - 761  დახარჯული თანხა - 1.73 მილიარდი  დანახარჯის უდიდესი ნაწილი მატეის დე ლიხტზე, გონსალო იგუაინსა და კრიშტიანუ რონალდუზე მოდის, რომლებშიც "ბებერმა ქალბატონმა" სულ მცხირე 70 მილიონი ევრო გადაიხადა.
Gonzalo Higuaín Speaks on His Relationship With Cristiano Ronaldo ...

4. "მანჩესტერ სიტი" 

ტრანსფერი - 409 დახარჯული თანხა - 1.86 მილიარდი შეიხი მანსურის ქონების დამსახურებით, "ქალაქელებმა" 13 ფეხბურთელში სულ მცირე 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.
Kevin De Bruyne explains difference between Raheem Sterling and ...

3. "ბარსელონა" 

ტრანსფერი - 195 დახარჯული თანხა - 1.87 მილიარდი  გუნდში "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელებით დომინირების შემდეგ, დიდძალი ფულის ხარჯვაზე კატალონიის "ბარსელონაც" გადავიდა: ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, ყველა მათგანი 100 მილიონზე მეტადაა შეძენილი...
Coutinho's example alerts Barça about a possible loan of Dembélé

2. მადრიდის "რეალი" 

ტრანსფერი - 201 დახარჯული თანხა - 1.95 მილიარდი  "სამეფო კლუბმა" 20 წლის განმავლობაში ორი დიდებული გუნდი შექმნა. "გალაქტიკოს" მშენებლობის პროცესში, "ბლანკოსებმა" "სიტის" მსგასად 13 ისეთი ფეხბურთელი დაიმატეს, რომელთა ღირებულებასაც მინიმუმ 40 მილიონი შეადგენდა.
No description available.

1. "ჩელსი" 

ტრანსფერი - 471 დახარჯული თანხა - 1.96 მილიარდი რომან აბრამოვიჩის რევოლუციის შემდეგ, "არისტოკრატთა" რიგებს 20 ისეთი ფეხბურთელი შეემატა, ვის სანაცვლოდაც "ლურჯებმა" ყველაზე ცოტა, 30 მილიონი გაიღეს.
Chelsea legend Didier Drogba

სხვა სტატიები