Belive

10 ფაქტი ბექჰემის შესახებ, რომლებიც ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დევიდ ბექჰემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იყო დრო, როდესაც უამრავი პატარა ქომაგი მისი თამაშის ყურებით იზრდებოდა და აქტიურად მიბაძავდნენ მას. სპორტულმა გამოცემა "გოალმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოყვანილია 10 ფაქტი ბექჰემის შესახებ, რომლებიც ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის. 1. სკოლის პერიოდში დევიდმა, ბობი ჩარლტონის სახელობის ჩემპიონატი მოიგო და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ მისით, "იუნაიტედის" სკაუტები. 2. დევიდი ბავშვობაში დადიოდა ხმის სპეციალისტთან, რათა უკეთესი აქცენტი დაეყენებინა. 3. ბექჰემს, მისი ცოლი ვიქტორია, მეტსახელად "ოქროს ბურთებს" ეძახის. 4. ის გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში ორი წითელი ბარათი მიიღო. ბექჰემი ასევე არის ინგლისის პირველი კაპიტანი, რომელიც მინდვრიდან გააძევეს. 5. დევიდს ნეკა თითზე ტატუ აქვს ამოტვიფრული, სადაც რიცხვი, "99" წერია.  როგორც ცნობილია, 1999 წელს ბექჰემმა "იუნაიტედთან" ერთად ტრებლის მოგება შეძლო. იმავე წელს იქორწინა ვიქტორიაზე და შეეძინა ბრუკლინი, მისი პირველი შვილი.

6. ბექჰემი არის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც 4 ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. (ინგლისი, ესპანეთი, ამერიკა, საფრანგეთი). 7. ვიქტორიას და დევიდის ქორწილი 628 000 ევრო დაჯდა. ვიქტორიას, ბრილიანტის და ალმასის ქვებისგან დამზადებული გვირგვინი ეკეთა. 8. ინგლისელმა ფეხბურთელმა მადრიდის "რეალში" 23 ნომრიანი მაისური აირჩია. ეს მან მაიკლ ჯორდანის საპატივცემულოდ გააკეთა. როგორც იცით, ლეგენდარული კალათბურთელი "ჩიკაგო ბულზში" 23 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. 9. დევიდი დაავადებულია "ორნიტოფობიით", რაც ნიშნავს ჩიტების მიმართ შიშს. 10. ბექჰემი არის პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 100 შეხვედრა ჩაატარა.  

სხვა სტატიები