Belive

10 ფეხბურთელი, რომელიც მამის ნაკვალევს მიყვება

1 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
დედამიწის გარშემო მილიონობით პატარა ბავშვია, რომლესაც სურს  მშობლების კვალს გაყვეს, როგორც ჩანს, ფეხბურთშიც ასეა. ზოგიერთმა მოთამაშემ, როგორიცაა კასპერ შმეიხელი,  მოახერხა და გაუძლო ზეწოლას. პიტერ შმეიხელი ლეგენდარული მეკარეა და ყველა იგივე შედეგს ელის მისი შვილისგანაც. კასპერი   "ლესტერ სიტის" 2016 წელს პრემიერ ლიგის და 2021 წელს ასოციაციის თასის მოგებაში დაეხმარა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელმა ვარსკვლავმა  ენტონი ელანგამ,    საერთაშორისო დონეზე შვედეთის სახელით ასპარეზობა არჩია. ახალგაზრდა ფორვარდს კამერუნის სახელითაც შეეძლო თამაში, რომლის ღირსებასაც მისი მამა, ჯოზეფი, 1998-2002 წლებში იცავდა. ელანგა სენიორი "მალმოს" ყოფილი ფეხბურთელია, ის ზლატან იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი იყო. შვედი აღფრთოვანებულია ენტონის მომავლით და ამბობს, რომ ის დიდი ფეხბურთელი დადგება.
”ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ და ვტკბებით მისი თამაშის ყურებით. ენტონიმ ახლახან დაიწყო თამაში და სწორ გზას ადგას.  ჩვენ კიდევ 20 წელი  შეგვეძლება მისი თამაშით ვისიამოვნოთ“ -  თქვა ზლატანმა  
ევროპის მასშტაბით უამრავი მოთამაშეა, რომელთა მამებიც ფეხბურთის ლეგენდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ბევრად ჩამოუვარდება მამას, ისინი მაინც ცდილობენ საკუთარი სახელის დატოვებას ფეხბურთში. წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, რომელიც  მამის კვალს მიყვება:  

ჯასტინ კლუივერტი

ასაკი: 22 კლუბი: "ნიცა" მამა: პატრიკ კლუივერტი    
მამის მსგავსად, ჯასტინ კლუივერტმა თამაში "აიაქსის" აკადემიაში დაიწყო. 2017 წელს, პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა, ნიდერლანდელმა 56-ჯერ ითამაშა "აიაქსის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე და 13 გოლი გაიტანა. ჯასტინს ნიდერლანდების ნაკრებში 2018 წელს ჰქონდა დებიუტი. "აიაქსისა" და "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, პატრიკ კლუივერტი ფართოდ განიხილება, როგორც ფეხბურთის ლეგენდა ნიდერლანდებში და მთელ მსოფლიოში. მან  199 გოლის გატანა შეძლო საკლუბო კარიერაში. პატრიკმა უამრავ ტიტულთან ერთად,  1995 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო "აიაქსის" რიგებში.

მარკუს ტურამი

ასაკი: 24 კლუბი: "მიუნხენგლადბახის ბორუსია" მამა: ლილიან ტურამი    
  ლილიან ტურამის ვაჟი, მარკუსი ამჟამად ბუნდესლიგაში "მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან" ერთად თამაშობს და კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემტევია. 24 წლის ფეხბურთელი გერმანულ გუნდს 2019 წელს შეუერთდა. მარკუსმა კარგი პირველი სეზონი ჩაატარა  ბუნდესლიგაში. მან  10-ჯერ გაიტანა, გუნდს მეოთხე ადგილზე გასვლაში დაეხმარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოუპოვა. ფრანგი ლეგენდა, ლილიან ტურამი პენსიაზე გავიდა, როგორც საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მქონე ფეხბურთელი. ლილიანმა  1994-2008 წლებში 142 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. მან 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატები მოიგო. მცველმა საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი იტალიურ "პარმაში" გაატარა და შემდეგ "იუვენტუსში" გააგრძელა კარიერა. მარკუსს არანაირი ზეწოლა არ უგრძვნია იმისგან, თუ ვინ არის მისი მამა.
"მე არასდროს მიგრძვნია ზეწოლა, რადგან მე მამაჩემს ვხედავდი, როგორც მამას და არა როგორც ფეხბურთელს.ეს თქვენ  ხედავთ, როგორც  ლილიან ტურამს, თუმცა მე ვხედავ მამაჩემს.”

ისააკ დროგბა

ასაკი: 21 კლუბი: "აკადემია კოიმბრა B" მამა: დიდიერ დროგბა    
  კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის ვაჟი, ისააკ დროგბა. "ჩელსის" აკადემიის დატოვების შემდეგ, ისააკი პორტუგალიურ "აკადემია კოიმბრა B"- ს რიგებში გადავიდა. მას კარიერის განმავლობაში ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ 50 გოლი გაიტანა. დიდიერ დროგბამ  თავისი ტიტულების უმეტესი ნაწილი "ჩელსისთან" ერთად მოიგო, მათ შორის ოთხი პრემიერ ლიგის ტიტული, ოთხი ასოციაციის თასი, სამი ლიგის თასი და ასევე ჩემპიონთა ლიგა.

ენცო ფერნანდესი

ასაკი: 27 კლუბი: "როდესი" მამა: ზინედინ ზიდანი    
  ენცო, ზიდანის ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთია. მისი კარიერა "რეალში" დაიწყო. 2018 წლის იანვარში მან ხელი მოაწერა  კონტრაქტს შვეიცარიულ კლუბ "ლაუსან სპორტთან", თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა.  ენცომ შემდეგი წლები  ესპანეთში გაატარა, "ავესსა" და "ალმერიაში". აღსანიშნავია, რომ ერნანდესი ამჟამინდელ კლუბში თავს კარგად გრძნობს და "როდესს" ახალ სახლს უწოდებს. ზიდანის დანარჩენი სამი ვაჟი - ლუკა, თეო და ელიასი - ყველანი მადრიდის "რეალში" ირიცხებიან, თუმცა ლუკა - მეკარე - ახლა "რაიო ვალეკანოშია" განათხოვრებული რაც არ უნდა კარგი აღმოჩნდეს ოთხივე ვაჟი, მათ გაუჭირდებათ ზიდანის სახელის გადაფარვა, რადგან ზინედინი ყველა დროის  ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

ტიმოთი ვეა

ასაკი: 22 კლუბი: "ლილი" მამა: ჟორჟ ვეა    
  ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილი ტიმოთი ვეა 2014 წელს გადავიდა საფრანგეთში და თამაშობდა "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდულ გუნდში. ის ძირითადი გუნდის რეზერვებში და ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 21 წლის თავდამსხმელს დებიუტი  პირველ გუნდში 2018 წლის მარტში ჰქონდა. მატჩში სკამიდან ჩაერთო და "ტროასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი მან გაიტანა. თინეიჯერმა 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა "სელტიკში", სადაც  17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ "პსჟ"-ს გამოესყიდა ტიმოთი. ვეა ლიგა 1-ის გუნდში "ლილში" გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ახლა უკვე ლიბერიის პრეზიდენტმა, ჟორჟ ვეამ,  სახელი,  "პსჟ"-ში თამაშით გაითქვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 1995 წელს ოქროს ბურთის მოგება შეძლო.

ჯოვანი სიმეონე

ასაკი: 26 კლუბი: "ვერონა" მამა: დიეგო სიმეონე    
ჯოვანი სიმეონეს ნამდვილად აქვს პოტენციალი,რომ გახდეს საუკეთესო თავდამსხმელი ევროპაში. მიუხედავად რთული  წლებისა , ჯოვანი მაინც პერსპექტიულ ახალგაზრდად რჩება. მან "ფიორენტინას" რიგებში 40 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელი ახლა "ვერონაშია" განათხოვრებული და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. წარსულში ჯოვანის  "მადრიდის ატლეტიკოსთან" აკავშირებდნენ , რომელსაც მისი მამა, დიეგო სიმეონე წვრთნის, თუმცა ელ ჩოლო ამ იდეას არ ეთანხმებოდა.
"ჩემს შვილს ყველაფერი აქვს, რომ ჩემთან ერთად ითამაშოს, მაგრამ მე მას არასდროს გავიფორმებ. ძალიან რთული იქნება გასახდელში შვილის ყოლა. რთული იქნება მისთვის, ჩემთვის, ურთიერთობისთვის და გარდა ამისა, ახლა ის მშვენივრად თამაშობს, შესაძლოა ერთ დღეს ის იყოს "ატლეტიკოში" და მე არა." - თქვა დიეგომ 2018 წლის სექტემბერში.

იანის ჰაჯი

ასაკი: 23 კლუბი: "რეინჯერსი" მამა: ჯორჯ ჰაჯი    
იანის ჰაჯიმ კარიერა  რუმინულ  "კონსტანტაში" დაიწყო, რომელსაც მამამისი მართავს. მოგვიანებით იანისი შოტლანდიურ "რეინჯერსს" შეუერთდა. ის ახლა გლასგოური კლუბის წამყვანი მოთამაშეა. უფროსი ჰაჯი "რეალისა" და "ბარსელონას" მოთამაშეც კი იყო, თუმცა კარიერის მთავარი წლები რუმინულ "სტიაუაში" და თურქულ "გალათასარაიში" გაატარა. საერთაშორისო დონეზე, ჯორჯმა რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში 125 მატჩი მოიგო და 35 გოლით არის ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი.

ფედერიკო კიეზა

ასაკი: 24 კლუბი: :იუვენტუსი" მამა: ენრიკო კიეზა    
  სიმეონეს მსგავსად, ფედერიკო კიეზაც მამის კვალს მიყვებოდა "ფიორენტინაში".  24 წლის ფედერიკო, 2016 წელს "იუვენტუსში" გადავიდა. 2018 წელს, არგენტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში,  მისი დებიუტი შედგა ეროვნულ გუნდში. ფედერიკოს დიდი წვლილი მიუძღვის "აძურის" 2020 წლის ევროპის ჩემპიონობაში. ენრიკომ, რომელიც  იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა, 90-იანი წლების შუა პერიოდში, სამი წელი გაატარა "ფიორენტინაში" და იტალიის თასის მოგება შეძლო.

ერლინგ ჰოლანდი

ასაკი: 21 კლუბი: "მანჩესტერ სიტი" მამა: ალფი ჰოლანდი    
ერლინგ ჰოლანდმა თავისი ადრეული კარიერა მშობლიურ ნორვეგიაში გაატარა "ბრაინთან" და "მოლდესთან" ერთად, მაგრამ მან საკუთარი თავი, მთელს საფეხბურთო სამყაროს, "ზალცბურგიდან" გააცნო. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ავსტრიულ კლუბში 27 მატჩში 29 გოლი გაიტანა, მათ შორის რვა ჩემპიონთა ლიგაზე და სწორედ ამის გამო დაიმატა გერმანულმა "დორტმუნდმა" ერლინგი. მისი გოლების მაჩვენებელი გერმანიაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, ჰალანდმა 82 გოლი გაიტანა  80 მატჩში და გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 21 წლისაა. მისი მამის კარიერა კი სრულიად განსხვავებული იყო. ალფი ჰოლანდმა  "ბრანში", "ნოტინემ ფორესტში", "ლიდს იუნაიტედსა' და 'მანჩესტერ სიტიში" გაატარა. ალფის კარიერის დასრულების მიზეზი როი კინის საშინელი ვარდნა იყო.

დანიელ მალდინი

ასაკი: 20 კლუბი: "მილანი" მამა: პაოლო მალდინი    
მალდინების დინასტია "მილანში" გრძელდება. 2020 წლის თებერვალში, პაოლო მალდინის შვილის, დანიელ მალდინის დებიუტი შედგა, "მილანის" რიგებში.  მამა პაოლოს და ბაბუა ჩეზარეს შემდეგ, ის კიდევ ერთი იქნება ოჯახიდან ვინც "როსონერის" ღირსებას დაიცავს. მამისგან განსხვავებით ის მოედნის ცენტრში თამაშობს. უმცროსმა მალდინიმ ახალგაზრდულ დონეზე, "მილანში" 67 მატჩში 32 გოლი გაიტანა. რაცა შეეხება პაოლოს, მან კარიერის განმავლობაში შვიდი სერია A  და ხუთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები