Belive

10 ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა თავდამსხმელი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ძვირადღირებული ახალგაზრდა თავდამსხმელების ათეულს კილიან მბაპე უდგას სათავეში - 21 წლის ფრანგი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ფუნტს შეადგენს. "პსჟ"-ს რიგებში გატარებული ფენომენალური სეზონების პარალელურად, მბაპემ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. არაერთი გავლენიანი მედია საშუალება კილიან მბაპეს მადრიდის "რეალს" უკავშირებს. ფრანგი სუპერვარსკვლავი ათეულში დამაჯერებლად ლიდერობს - მეორე ადგილზე მყოფი ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 72 მილიონი ფუნტია.

10. მუსა დემბელე - (23) - "ლიონი" - 36 მილიონი ფუნტი

9. ლუკა იოვიჩი - (22) - "რეალი" - 36 მილიონი ფუნტი

8. მაქსი გომესი - (23) - "ვალენსია" - 36 მილიონი ფუნტი

7. ერლინგ ჰოლანდი - (19) - "დორტმუნდი" - 40.5 მილიონი ფუნტი

6. ტამი აბრაჰამი - (22) - "ჩელსი" - 45 მილიონი ფუნტი

5. გაბრიელ ჟესუსი - (22) - "მანჩესტერ სიტი" - 63 მილიონი ფუნტი

4. ტიმო ვერნერი - (23) - "ლაიფციგი" - 67.5 მილიონი ფუნტი

3. მარკუს რეშფორდი - (22) - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 72 მილიონი ფუნტი

2. ლაუტარო მარტინესი - (22) - "ინტერი" - 72 მილიონი ფუნტი

1. კილიან მბაპე - (21) - "პსჟ" - 180 მილიონი ფუნტი

სხვა სტატიები