10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

ფეხბურთში უამრავი საინტერესო რამ მომხდარა. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ძალიან არ გაუმართლათ. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომლებსაც თან ყოველთვის ბევრი უიღბლობა ახლდა.

1. ხავიერ მასკერანო

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა კარიერის განმავლობაში 20 ტიტული მოიგო, იგი მაინც უიღბლოდ ითვლება, რადგან იმ ვარსკვლავური არგენტინის ნაკრების წარმომადგენელია, რომლებმაც ვერაფერი მოიგეს. მასკერანოს ასევე წაგებული აქვს 11 ფინალი. ერთით მეტი ვიდრე მესის.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 1

2. პატრის ევრა

ფრანგ მარცხენა მცველს კარიერის განმავლობაში წაგებული აქვს 4 ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ევროპის ჩემპიონატი 2016 წელს პორტუგალიასთან.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 2

3. არიენ რობენი

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელს არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მის კარიერაში არის ისეთი მატჩები, რომლებიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება. 2012 წლის მიუნხენის ფინალი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ის თამაშებია, სადაც არიენს შეეძლო გმირი გამხდარიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჰოლანდიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 3

4. მიხაელ ბალაკი

გერმანელ ფეხბურთელს, ზედმეტსახელად “იუდაც” კი შეარქვეს იმდენი ვერცლის მედალი აქვს მოპოვებული.  ბალაკს წაგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალი და 2006 წელს ბრინჯაოს მედალს დასეჯრდა გერმანიის ნაკრებთან ერთად.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 4

5.  ჰეკტორ კუპერი

კუპერმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე 6 ფინალის წაგება მოახერხა. მათ შორის 2017 წელს აფრიკის თასის ფინალი.

ასევე ჰეკტორმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო 2003 წელს ვალენსიასთან ერთად.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 5

6. ალესანდრო დელ პიერო

მიუხედავად იმისა რომ იტალიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონია, იგი მაინც უიღბლოა, რადგან დელ პიერომ წააგო 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთთან.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 6

7. ლოთარ მათეუსი

მათეუსმა 1982 და 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები წააგო.  გერმანელმა ასევე 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო  “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 7
8. გონსალო იგუაინი

ფეხბურთელი, რომლის კისერზეც არაერთი მნიშვნელოვანი ფინალის წაგებაა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც “პიპიტამ” მანუელ ნოიერს პირისპირ ვერ გაუტანა.

იგუაინს კარიერაში წაგებული აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის და კოპა ამერიკის 2 ფინალი.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 8

9. ჯანლუიჯი ბუფონი

იტალიელი ლეგენდარული მეკარე, რომელსაც საოცრად არ გაუმართლა კარიერის განმავლობაში. “ჯიჯიმ” მრავალი ცდის მიუხედავად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ბუფონი 2003, 2015 და 2017 წელს ლიგის ფინალში დამარცხდა. იტალიელს ასევე წაგებული აქვს საფრანგეთის თასის ფინალი “რენის” წინააღმდეგ, როდესაც “პსჟ-ში” ასპარეზობდა.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 9

10. ენტონი დე ავილა

ენტონიმ კარიერა 47 წლის ასაკში დაასრულა. ამ ხნის განმავლობაშ მან მხოლოდ 9 ტიტულის მოგება შეძლო, მაგრამ იგი ცნობილია იმით.რომ კარიერის მანძილზე 5-ჯერ წააგო კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალი.

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი 10

(119)

10 ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

სტატიის ავტორი
-