10-ქულიანი შეფასება – ვენეციის მეკარემ რომასთან 15 სეივი შეასრულა

იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში ,,რომამ” ,,ვენეციას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სტუმარი გუნდის მეკარემ, ნიკი მაენპამ, რომელმაც მეტოქის დარტყმა 15-ჯერ მოიგერია. ვებგვერდმა SofaScore-მა ფინელი მეკარის თამაში 10 ქულით შეაფასა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

SofaScore-ის ცნობით,  2019 წლის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ლიგაში 15-ზე მეტი სეივი არცერთ მეკარეს არ შეუსრულებია.

,,რომამ” დღეს ,,ვენეციის” კარის მიმართულებით სულ 46-ჯერ დაარტყა, რაც 2019 წლის შემდეგ ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

1 ქულის მოპოვების მიუხედავად, ,,ვენეცია” სერია ა-დან სერია ბ-ში დაქვეითდა.


10-ქულიანი შეფასება – ვენეციის მეკარემ რომასთან 15 სეივი შეასრულა

სტატიის ავტორი
-