Belive

10 საუკეთესო ინდივიდუალური შესრულება

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ ვეძახით ფეხბურთს "ლამაზ თამაშს". ერთი სიამოვნებაა უყურო, როგორ ატერორებს რონალდუ მცველებს ან როგორ ტოვებს მესი მეკარეებს უშანსოდ. ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა არის მატჩები, რომლის ბედიც ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. შემოგთავაზებთ  საუკეთესოდ ჩატარებული მატჩების ჩამონათვალს, სადაც ერთმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა.
10.მაიკლ ოუენი VS გერმანია - 2001  ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა მაიკლ ოუენმა 2001 წელს, გერმანიის წინააღმდეგ. მაიკლის დაუვიწყარი ჰეთ-ტრიკით ინგლისმა გერმანია 5:1 დაამარცხა.
9. ჯეკ უილშირი VS "ბარსელონა"  - 2011 სერხიო ბუსკეცი, ხავი და ინიესტა? უილშირი გვირჩევნია! ლონდონში ჯეკმა ლეგენდარულ ტრიოს აჩვენა თუ ვინ იყო უფროსი მოედანზე. "არსენალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა.
8. რონალდუ VS "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2003 კრიშტიანუს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ის ფაქტი, რომ მისმა ჰეთ-ტრიკმა იუნაიტედის გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენა და ტაში დააკვრევინა, ყველაფერ ამბობს.
7. ფაბიო კანავარო VS  გერმანია - 2006 კანავაროში მისმა ქვეყანამ, ამ მატჩის შემდეგ, დაინახა მოთამშე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ულიდეროს გუნდს. ის ნამდვილ გლადიატორად გადაიქცა 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ.
6. გარეთ ბეილი VS "ინტერი" - 2010 გასაოცარი საფეხბურთო საღამო სან სიროზე, როცა ბეილმა ფართო საზოგადოებას თავი ჰეთ-ტრიკით გააცნო.
5. პეტრ ჩეხი VS "ბაიერნი" - 2012 ჩეხის თამაში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში,  მეტ პატივის ცემას იმსახურებს ფეხბურთის გულშემატკივრების მხრიდან. დიდიერ დროგბამ შეძლო თამაშის დამატებით დროში გადაყვანა, მაგრამ პეტრ ჩეხის ფენომენალური შესრულებით ლონდონელები ჩემპიონები გახდნენ.
4. ლიონელ მესი VS "არსენალი" - 2011 "მეთოფეების" გეგმები მესიმ თავდაყირა დააყენა. მანუელ ალმუნია აღნიშნულ მატჩში უშანსოდ იყო.
3. სტივენ ჯერარდი VS  ვესტ ჰემი - 2006 ჯერარდმა პირადად მოუტანა გუნდს გამარჯვება, FA თასის ფინალში, ვესტ ჰემის წინააღმდეგ.
2. ხავი VS "რეალ მადრიდი" - 2009  მთელი მატჩის განმავლობაში გულშემატკივარს ეუფლობოდა გრძნობა, რომ  ხავის ბურთი მიკრული ჰქონდა ფეხზე და ვერავინ ართმევდა. ელ კლასიკოში, სადაც "ბრასელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა , ესპანელმა 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
1. ზინედინ ზიდანი VS  ბრაზილია - 2006 ზიდანი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო ,თუმცა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში არაამქვეყნიურად თამაშობდა.  

სხვა სტატიები