Belive

10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა ("როსტოვი", "მოსკვა", "ვოლგა", "კრილია სოვეტოვი", "ანჟი", "არსენალი") 194 მატჩი, 6 გოლი Გრიგალავამ ჩვენს ჩემპიონატში 6 გუნდი გამოიცვალა.მართალია მას ტიტულები და განსაკუთრებული პოპულარობა არ აქვს, თუმცა რუსეთში გატარებული თითქმის 15 წლისთვის პატივისცემას იმსახურებს. რომ არა ცნობილი მიზეზის გამო ჩემპიონატის შეჩერება, გრიგალავა პრემიერლიგაში მე-200 მატჩს ჩაატარებდა, მაგრამ ეს დროის საკითხია.
9. ალექსანდრე ამისულაშვილი ("შინიკი", "სპარტაკ ნალჩიკი", "კრასნოდარი", "კრილია სოვეტოვი") 215 მატჩი, 14 გოლი Კიდევ ერთი ქართველი მცველი, რომელმაც რამდენიმე კლუბში ითამაშა. Ახალგაზრდა ამისულაშვილი თავდაპირველად კიევის "დინამომ" წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინაში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, "სპარტაკ ნალჩიკში" თავი მშვენივრად წარმოაჩინა. შემდეგ კი იყო კრასნოდარი და კაპიტნის სამკლაური.
8. ლევან კობიაშვილი ("ალანია") 24 მატჩი, 6 გოლი Მიუხედავად იმისა, რომ კობიაშვილს ჩვენთან დიდი ხანი არ უთამაშია, 1997 წლის სეზონში, როცა "ალანიაში" იჯარის წესით ირიცხებოდა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მაშინ ის გახდა საუკეთესო დებიუტანტი, საუკეთესო უცხოელი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონატში. Აქედან გამომდინარე, ეს სია კობიაშვილის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. შემდეგში მან წარმატებული კარიერა აიწყო გერმანიის ბუნდესლიგაში და საქართველოს ნაკრების მაისური ასჯერ მოირგო.
7. ლაშა სალუქვაძე ("რუბინი", "ვოლგა") 131 მატჩი, 4 გოლი Შრომისმოყვარე ლაშა ყურბან ბერდიევს ძალიან მოსწონდა და ის "რუბინს" 2 საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. იგი მთავარი მწვრთნელის ნამდვილი ჯარისკაცი იყო და მის გეგმებში იდეალუეად ჯდებოდა. ის ზუსტად ასრულებდა მიცემულ დავალებებს და ზედმეტი კითხვების დასმაც არ უყვარდა. "Რუბინში" მან თითქმის ყველა პოზიციაზე ითამაშა: დაცვაშიც ნახევარდაცვაში სადაც საჭირო იყო შეტევაშიც.
6. მიხეილ აშვეთია ("ალანია", "ლოკომოტივი", "რუბინი", "როსტოვი") 150 მატჩი, 34 გოლი Აშვეთია რუსეთის ჩემპიონატში 1997 წელს გამოჩნდა. "ვლადიკავკაზში" თავი ორჯერ ვერ დაიმკვიდრა და სამშობლოში დაბრუნდა. მესამე რუსული მცდელობა აშვეთიასთვის ყველაზე წარმატებული იყო. ის "ლოკომოტივს" შეუერთდა და რუსეთის ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს კი სუპერთასსაც დაეუფლა. აშვეთიას, რომელმაც კარიერის განმავლობაში თითქმის 200 გოლი გაიტანა, დიდებული ნიჭი ჰქონდა, თუმცა უჭირდა, რომ სტაბილურად მოტივირებული ყოფილიყო.
5. მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი") 179 მატჩი, 22 გოლი Ქართველმა მცველმა გადაწყვიტა, რომ "ლოკომოტივი" თავისი კარიერის მთავარ კლუბად ექცია. რკინიგზელთა შემადგენლობაში მან 7 წელი ითამაშა, საჩემპიონო ტიტული, თასი და სუპერთასი მოიგო. 2010 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ ასათიანისთვის კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა, ფეხბურთელმა კი მოულოდნელად, 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
4. ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", "როსტოვი", "კრილია სოვეტოვი") Ცხადია "სპარტაკის" ხელმძღვანელობა მისგან უფრო მეტს ელოდა. Განსაკუთრებით მას მერე, რაც 17 წლის ასაკში რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მეგონე გახდა. Ანანიძემ ყველა რუსული ტიტულის მოგება მოახერხა: ჩემპიონობა და სუპერთასი "სპარტაკში", ხოლო თასი "როსტოვში". "Წითელ-თეთრების" შემადგენლობაში მან რამდენიმე შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც თავად ჯანო და მისი გულშემატკივრები ელოდნენ.
3. სოლომონ კვირკველია ("რუბინი", "ლოკომოტივი") 214 მატჩი, 7 გოლი Საბა რუსეთში 10 წელიწადზე მეტია თამაშობს. ახალგაზრდულ ასაკში ის "ზენიტის აკადემიაში" ირიცხებოდა, პროფესიონალური დებიუტი კი უკვე "რუბინში" ჰქონდა. Შემდეგ ის გადავიდა "ლოკომოტივში", სადაც მოიგო ტიტულები და ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია. Კვირკველია ორჯერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, 2017/18 წლების სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი გახდა.
2. ზაზა ჯანაშია ("ლოკომოტივი") 194 მატჩი, 50 გოლი Ჯანაშიამ "ლოკომოტივთან" ერთად ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა, თუმცა სამჯერ თასის გამარჯვებული გახდა და იური სიომინის ხელმძღვანელობით ორჯერ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში ითამაშა. Ჯანაშია წინა საუკუნის მიწურულს "ლოკომოტივის" ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა
1. გიორგი დემეტრაძე ("ალანია", "ლოკომოტივი") 77 მატჩი 44 გოლი Მართალია დემეტრაძემ სხვა თანამემამულეებთან შედარებით რუსეთში ყველაზე ცოტა ითამაშა და არც ტიტულებით ყოფილა გამორჩეული, მაგრამ ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლავთ. Უბრალოდ მის სტატისტიკას გადახედეთ. 1999 წელს იგი 21 გატანილი გოლი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ტრავმებმა Მას არ მისცა შესაძლებლობა, რომ უფრო დიდი ფეხბურთი ეთამაშა. 2010 წელს ის დააპატიმრეს, თუმცა 2 წელიწადში ამინისტიით გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები